მიხეილ სააკაშვილი - ეკა კვესიტაძის გასაგონად ვამბობ, თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს, ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე
მიხეილ სააკაშვილი - ეკა კვესიტაძის გასაგონად ვამბობ, თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს, ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე

ვიქტორ ორბანით და სხვა მაგალითებით დაშინება ემსახურება მხოლოდ არსებული ჭაობის შენარჩუნებას და სწორედ ეს არის ივანიშვილის თამაში, ყველას ვთხოვ, ნუ შეყვებით მას ამ თამაშში, – ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ „არ სურს, სააკაშვილის სახით საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიღოს“.

„ეკა კვესიტაძის გასაგონად, რომელიც არსებული ივანიშვილის ფონზე აცხადებს, რომ თურმე არ სურს, ორბანი საქართველოში და რაღაცნაირად ჩემზე მიანიშნებს – ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია, ჩვენ ბევრ რამეში განვსხვავდებით, მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად, რაც კეთილად აისახება თითოეული უნგრელის კეთილდღეობაზე.

ბუდაპეშტში და სხვა ქალაქებში განხორციელდა ისტორიული ცენტრის აღდგენის სამუშაოები და დაიწყო მშენებლობის ბუმი, უფრო მეტი უნგრელი ბრუნდება, ვიდრე ტოვებს თავის ქვეყანას… ხოდა, თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს, ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე, საქართველოს კიდევ მიეცით განვითარების შესაძლებლობა“, – წერის სოციალურ ქსელში სააკაშვილი.