მიხეილ სააკაშვილი - ეკა გიგაურის დასახელებული პროკურორი უნდა იყოს პროკურორი, თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე კი იქნებიან ბრწყინვალე მინისტრები
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წარმატებული ლიდერები იქნებიან.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეკა გიგაურის დასახელებული პროკურორი უნდა იყოს პროკურორი, თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე კი იქნებიან ბრწყინვალე მინისტრები.
„მაგალითად, სიტყვაზე, მე მაქვს დიდი პრეტენზიები ეკა გიგაურთან. ამას წინათ, სრულიად უტიფარი რამ ჩაიდინა ჩემი აზრით, როცა მე დამადანაშაულა ანტისემიტიზმში. ეს არის ყველაზე დიდი ცოდვაა, რაც შეიძლება მე დამაბრალონ – შეხედეთ ჩემს ოჯახს, ჩემს გარემოცვას, ჩემს წარსულს, მაგრამ ეკა გიგაური თუ დაასახელებს პროკურორს, ასეთი პროკურორი უნდა იყოს პროკურორი. თამარ კორძაია და სამნიძე იქნებიან ბრწყინვალე მინისტრები. „ევროპულ საქართველოში“ არიან წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანები. თვითონ დათო ბაქრაძე, ის არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი ლიდერი დამოუკიდებლობის შემდეგ. ძალიან მაგარი ლიდერია. დათო ბაქრაძის არგამოყენება ქვეყნისთვის იქნება დანაშაული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.