მიხეილ სააკაშვილი – დიდი გულისტკივილით ვაკვირდები საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს
დიდი გულისტკივილით ვაკვირდები საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს და ვინც რა უნდა თქვას, ეს ყველაფერი არის ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გათელა ფეხქვეშ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ეკლესია, რწმენა, სახელმწიფო ინსტიტუტები, ყველაფერი გააბაიბურა, ხალხი ერთმანეთთან დააპირისპირა და მართავს შუღლით, ამის ფონზე ძარცვავს და ანადგურებს საქართველოს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღარ დარჩნენ ნამდვილი გმირები, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი ამოსვაროს ლაფსა და ტალახში, რომ რწმენა დასუსტდეს, ამიტომ დღეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და ქვეყნის გადარჩენის ამოცანაა მხოლოდ ერთი, ერთადერთი გამოსავალი – ოლიგარქის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი. მაშინ ამოისუნთქავს საქართველო, ჩამოიბერტყამს ამ ჭუჭყს, წყვდიადს. საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.