მიხეილ სააკაშვილი - დავით გარეჯთან ორივე მხარეს საქართველოსა და აზერბაიჯანის მესაზღვრეების დროებითი გამშვები პუნქტი​ უნდა მოეწყოს
მიხეილ სააკაშვილი - დავით გარეჯთან ორივე მხარეს საქართველოსა და აზერბაიჯანის მესაზღვრეების დროებითი გამშვები პუნქტი​ უნდა მოეწყოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯთან ორივე მხარეს უნდა მოეწყოს დროებითი გამშვები პუნქტი.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ორივე მხარეს უნდა მოეწყოს საქართველოსა და აზერბაიჯანის მესაზღვრეების დროებითი გამშვები პუნქტი, რათა ამ პუნქტზე ორი ქვეყნის მოქალაქეები დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ.

„დავით გარეჯი არის უმნიშვნელოვანესი, ქართული, ისტორიული ხუროთმოძღვრული, კულტურული და რელიგიური ძეგლი. ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედი სამონასტრო კომპლექსი და საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. აზერბაიჯანს აქვს ლეგიტიმური მოთხოვნა და აწუხებს, რომ თუ საზღვარი არის გაუკონტროლებელი, პრაქტიკულად, ხვრელი რჩება, საიდანაც შეიძლება არა მხოლოდ სამონასტრო კომპლექსი, არამედ ზოგადად უკონტროლო გადაადგილება ხალხის, რაც ყველა ქვეყანაში აწუხებთ. ჩვენ 2012 წელს პრაქტიკულად, უკვე გვქონდა მომზადებული ხელშეკრულება ტერიტორიების გაცვლის თაობაზე, რომელიც ამ საკითხს წყვეტდა. ვიდრე ასეთი ხელშეკრულება ხელახლა გაფორმდება ან მომზადდება, ვთავაზობ ორივე მხარეს გარდამავალ გადაწყვეტილებას, რათა მოიხსნას საზღვრის საკითხები. ორივე მხარეს უნდა დაყენდეს დროებითი გამშვები პუნქტი, საქართველოს მესაზღვრეებისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეების, რათა განხორციელდეს დაუბრკოლებელი გადაადგილება ამ პუნქტებზე ორი ქვეყნის მოქალაქეების,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.