მიხეილ სააკაშვილი - ცოტნე გამსახურდიას ღირსეული ადამიანია, მას ბევრი ქარტეხილი აქვს გამოვლილი ცხოვრებაში
მიხეილ სააკაშვილი - ცოტნე გამსახურდიას ღირსეული ადამიანია, მას ბევრი ქარტეხილი აქვს გამოვლილი ცხოვრებაში

ცოტნე გამსახურდიას მთელი გულით ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას, მას ბევრი ქარტეხილი აქვს გამოვლილი ცხოვრებაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„მიხარია, რომ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მთელი გულით ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ისედაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში და ზოგადად ძალიან ღირსეული ადამიანია. ხოლო მასზე თავდამსხმელი დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, მას შემდეგ რაც 90-იანი წლების განუკითხაობის დამბრუნებელი ივანიშვილი მოშორდება ხელისუფლების სადავეებს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.