მიხეილ სააკაშვილი - ცოტა კისერი მტკივა, მაგრამ ტკივილი გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს მოვტეხ კისერს
მიხეილ სააკაშვილი - ცოტა კისერი მტკივა, მაგრამ ტკივილი გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს მოვტეხ კისერს

გუშინდელი დაკავების შემდეგ, ცოტა კისერი მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი აუცილებლად მოვტეხ კისერს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სააკაშვილმა უკრაინის გენპროკურორს მიმართა და მოუწოდა, უკრაინაში დააბრუნონ და იქ გაასამართლონ.

„როგორი გაუნათლებელი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან გააძევო ადამიანი, რომელსაც მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი. მინდა ვკითხო ლუცენკოს, ამ კრიმინალს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯაროდ წამიყენა ულტიმატუმი, რომ ან ჰოლანდიაში ნებაყოფლობით წავსულიყავი ან საქართველოში ექსტრადირება მომიწევდა, როგორ უნდა გამოვცხადდე სასამართლო სხდომებზე ახლა, მე ხომ დამანაშავე ვარ? თქვენ უმაღლეს რადაში გამოაცხადეთ და აჩვენებდით მულტფილმებს, რომ მე უკრაინის ხელისუფლების დამხობა მსურდა, რომ ვიღებდი ფულს რუსებისგან.

გამასამართლებენ უკრაინაში თუ არა, როგორ უნდა გამოვცხადდე უკრაინულ სასამართლოში. თუ ახლა ჩემზე ძებნას გამოაცხადებთ – მოგმართავთ, აქ ვარ, დამაბრუნეთ უკან, უკრაინაში, მინდა, რომ იქ გამასამართლონ. რას მიპასუხებს ამაზე უდიპლომო პროკურორი?“, – განაცხადა სააკაშვილმა.