მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ
მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანიდან, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

როგორც საქარველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ცოტა ხნის წინ დატოვა ორმა რეანიმობილმა ციხის საავადმყოფოს ტერიტორია, რომლებიც სამართალდამცველების მანქანებმა გააცილეს.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უკვე მზად არის პალატა, რომელშიც სააკაშვილს მოათავსებენ.

მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეთავაზებას, გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, ჰოსპიტალში განთავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ჰოსპიტალთან აქციების გამართვას არ აპირებენ.