მიხეილ სააკაშვილი - ჩემს ოჯახში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან რაიმე სახის შეხება სირცხვილად ითვლებოდა
მიხეილ სააკაშვილი - ჩემს ოჯახში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან რაიმე სახის შეხება სირცხვილად ითვლებოდა

ჩემს ოჯახში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან რაიმე სახის შეხება სირცხვილად ითვლებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ერთ-ერთი ნათესავი სსრკ-ს უშიშროების კომიტეტის მოქმედ თანამშრომელს გაჰყვა ცოლად და ეს ოჯახისთვის დიდი სირცხვილი იყო.

„ერთხელ ბაბუაჩემმა სახლში სსრკ-ს უშიშროების კომიტეტის გენერალი მოიყვანა და ამის მერე ორი კვირა არავინ ველაპარაკებოდით. გენერალი ჩვენი შორეული ნათესავი იყო, მაგრამ ჩვენთან ეს მიღებული არ იყო. ბაბუა სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი და რექტორი იყო. მეორე ბაბუა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში პრორექტორი იყო. როგორც მახსოვს, პარტიაშიც კი არ იღებდნენ და ამიტომ ვერ გახდა რექტორი. დიდმა ბაბუაა გულაგში 10 წელზე მეტი გაატარა და იქ ცნობილი პროფესორი იყო. არც ერთი მათგანი საბჭოთა რეჟიმთან ახლოს იყო“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.