მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მთელი კონცეფცია იყო, ქართველებისთვის მიგვეცა სიძლიერის, დამოუკიდებლობის, ფეხზე მყარად დგომისა და პიროვნების განცდა
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მთელი კონცეფცია იყო, ქართველებისთვის მიგვეცა სიძლიერის, დამოუკიდებლობის, ფეხზე მყარად დგომისა და პიროვნების განცდა

ჩემი მთელი კონცეფცია იყო, რომ ქართველებისთვის მიგვეცა სიძლიერის, დამოუკიდებლობის, ფეხზე მყარად დგომისა და პიროვნების განცდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ​ფეისბუქლაივისას განაცხადა.

„ვუყურე გუშინ შეკვეთილში ახალგაზრდები როგორ მიდიან ივანიშვილის სახლთან, ძალიან მაგარი ახალგაზრდები არიან. საინტერესო ის არის, რომ ზუსტად აქციების დღეებში იბარებს პოლიცია მრავალსაათიან დაკითხვაზე, რომ არ მივიდნენ და არ შეახსენონ ივანიშვილის თავისი არსებობის შესახებ. მე ერთი რამ მინდა გაგახსენოთ, ხეები რომ გადათხარა მთელ საქართველოში და ე.წ. დენდროპარკში რომ გადარგო გახსოვთ რას ამბობდა? იმისთვის მინდა, რომ ხალხი შემოვიდეს, ნახოსო და ხალხს რომ სათოფეზე არ აკარებენ იქ, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ. ივანიშვილი, ეს მახინჯი ხიხო თვლის, რომ თქვენ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება. ის თვლის, რომ ყველაფერი შეიძლება გაჭამოთ და გათვქვლიფოთ. იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ვინც ამბობს ივანიშვილი და სააკაშვილი ერთია, ჩემი მთელი კონცეფცია იყო, რომ ქართველებისთვის მიგვეცა სიძლიერის, დამოუკიდებლობის, ფეხზე მყარად დგომისა და პიროვნების განცდა. ამის მთელი კონცეფცია არის დამცირება შევიწროება დაჩაგვრა და განსხვავებას თუ ვერ ხედავთ, ეს ძალიან რთული. ყველაფერი კარგად იქნება“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.