მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას

ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას.

„ეს აღარ არის კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას. ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს, არის უმოქმედობა და დანებება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დღეს დაასახელა.

დატოვე კომენტარი