მიხეილ სააკაშვილი - ბევრი ნაოჭი არ მაქვს, რადგან გულში წყენას არ ვინახავ
მიხეილ სააკაშვილი - ბევრი ნაოჭი არ მაქვს, რადგან გულში წყენას არ ვინახავ

ბევრი ნაოჭი არ მაქვს, რადგან გულში წყენას არ ვინახავ, თმაც არ დამცვივდა ჯერ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბოღმიანი ადამიანი არ არის.

„ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ახლა არის „ოცნებაში“, და როგორც კი აღარ იქნებიან იმ მდგომარეობაში, მე არავითარი წყენა არ მექნება. ხომ ხედავთ, ბევრი ნაოჭი არ მაქვს და რატომ არ მაქვს, იცით? საერთოდ, გულში წყენას არ ვინახავ და თმაც არ დამცვივდა ჯერ. ბოდიში, არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, ვისაც თმა გასცვივდა. ჯერ კიდევ ნორმალურ ფორმაში ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.