მიხეილ სააკაშვილი - ბევრი ევროპელის ინსტიქტია მარჯვენა ლოყაში რომ მოგარტყამენ, მარცხენა შეუშვირო
მიხეილ სააკაშვილი - ბევრი ევროპელის ინსტიქტია მარჯვენა ლოყაში რომ მოგარტყამენ, მარცხენა შეუშვირო

ბევრი ევროპელის ინსტიქტია მარჯვენა ლოყაში რომ მოგარტყამენ, მარცხენა შეუშვირო, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას ერთ-ერთ ევროპარლამენტართან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

ამასთან, სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა.

„ზოგი ისე იტყვის, ზოგი – ასე. კარგი რა. ბევრი ევროპელის ინსტიქტი არის, რომ მარჯვენა ლოყაში რომ მოგარტყამენ, მარცხენა შეუშვირო. ბევრია ბრძოლისუნარიანი. ჩამოსულიყო და ყოფილიყო ამ არჩევნებზე. განცხადება გააკეთა მარტო რუსეთის ცნობილმა აგენტმა, კოქსი რომ არის, ჰოლანდიელი, ყველამ იცის, ვინ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების სურვილს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და შევიდნენ პარლამენტში.