მიხეილ სააკაშვილი ბაია პატარაიას - მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად თუ მთვლი, სჯობს, გააგრძელო რუსული, დიეტური კატლეტის ჭამა დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო
მიხეილ სააკაშვილი ბაია პატარაიას - მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად თუ მთვლი, სჯობს, გააგრძელო რუსული, დიეტური კატლეტის ჭამა დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო

ძვირფასო ბაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი, სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური კატლეტის ჭამა თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელ ბაია პატარაიას ფეისბუქპოსტს ეხმაურება, სადაც ბაია პატარაია წერს, რომ თუ არჩევანი ექნება ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, „ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიხეილ სააკაშვილს აირჩევდა“.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, არ აპირებს, ვინმეს დაამცირებინოს მიღწევები, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა მისი პრეზიდენტობის დროს.

„ძვირფასო ბაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი, სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური კატლეტის ჭამა თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო. არ ვაპირებ, ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო ჩვენს ისტორიაში და უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი და ნამდვილად არ ვაპირებ second-hand choice ვიყო ვიღაცისთვის. Good luck“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დატოვე კომენტარი