მიხეილ სააკაშვილი - აზერბაიჯანში რომ ავტორიტეტი მაქვს, ეს ზედმიწევნით იცის ყველამ, დაელაპარაკეთ ნებისმიერ ტაქსისტს, რას ფიქრობენ ჩემზე
მიხეილ სააკაშვილი - აზერბაიჯანში რომ ავტორიტეტი მაქვს, ეს ზედმიწევნით იცის ყველამ, დაელაპარაკეთ ნებისმიერ ტაქსისტს, რას ფიქრობენ ჩემზე

მზად ვარ, ჩავიდე ბაქოში და გამოვიყენო ყველა ჩემი კავშირი, ავტორიტეტი აზერბაიჯანში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

„აზერბაიჯანში რომ ავტორიტეტი მაქვს, ეს ზედმიწევნით იცის ყველა ქართველმა, ვინც ყოფილა ბაქოში.

დაელაპარაკეთ ნებისმიერ ტაქსისტს, რას ფიქრობენ ჩემზე. აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მაქვს თბილი და მეგობრული ურთიერთობა. მე მათი მადლობელი ვარ, რაც საქართველოსთვის გააკეთეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.