მიხეილ სააკაშვილი - ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს რევოლუციებზე? რომელი რევოლუციონერი ეგ არის
მიხეილ სააკაშვილი - ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს რევოლუციებზე? რომელი რევოლუციონერი ეგ არის

როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს რევოლუციებზე? რომელი რევოლუციონერი ეგ არის, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაღაც საოცარი ჩანაწერი გააკეთეს ჩემსა და გიორგი ვაშაძეზე, რომელიც შეკრებილია ჩემი ნამდვილი ნალაპარაკებიდან, მისი ნამდვილი ნალაპარაკებიდან, სადღაც სასტუმროში, რესტორნაში, ეს ბოლო ჩემი ჩაწერილი უკრაინაში.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო ვაშაძეს რევოლუციებზე, როცა არჩევნებს ისედაც ვიგებთ, რომელი რევოლუციონერი ეგ არის. მეტი საქმე არ მაქვს ახლა ვაშაძეს ველაპარაკო გიორგის, გოგიტას. ​სხვათაშორის კარგი ბიჭია, ნებისმიერი სამთავრობო გუნდისთვის მშვენიერი მმართველი იქნება. და ახლა  მართლა ტელეფონით ვიხილო რევოლუციის საკითხები? ვინც ამ ჩანაწერებს ამონტაჟებს, საქართველოს მოსახლეობაზე დაბალი წარმოდგენა აქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.