მიხეილ სააკაშვილი - ასეთი გრძნობა არასდროს განმიცდია, როდესაც შენს ხალხს ეზიზღები
მიხეილ სააკაშვილი - ასეთი გრძნობა არასდროს განმიცდია, როდესაც შენს ხალხს ეზიზღები

ასეთი გრძნობა არასდროს განმიცდია, როდესაც შენს ხალხს ეზიზღები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს აჩვენებდით პარლამენტის სახეებს. როგორი მძიმეა მონის ყურება, როცა მონა ხარ, როცა საუბრობ და ფიქრობ, ბატონი რას იტყვის. ერთი მაყურებლისთვის საუბრობ. იცი, რომ შენს მოქალაქეებს ეზიზღები. მე ეს გრძნობა არასოდეს განმიცდია, რადგან არასდროს ასე არ მიმუშავია. მეცოდება ეს ხალხი. შეიძლება, სხვადასხვანაირი გარეგნობა ჰქონდეთ, სხვადასხვანაირი ბეგრაუნდი ჰქონდეთ, მაგრამ სიბანძეა, ტეხავს, ეს ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.