მიხეილ სააკაშვილი - არასდროს ჩავრეულვარ სამართალდამცავი ოპერაციის დეტალებში, ჩემი ფუნქცია იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოფილიყვნენ დაცული
მიხეილ სააკაშვილი - არასდროს ჩავრეულვარ სამართალდამცავი ოპერაციის დეტალებში, ჩემი ფუნქცია იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოფილიყვნენ დაცული

არასდროს ჩავრეულვარ სამართალდამცავი ოპერაციის დეტალებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ფუნქცია იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოფილიყვნენ დაცულები.

„არ მაქვს პრეტენზია, რომ უნდა დავგეგმო რომელიმე სამართალდამცავი ოპერაცია. არასდროს არ ჩავრეულვარ სამართალდამცავი ოპერაციის დეტალებში. ჩემი ფუნქცია იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოფილიყვნენ დაცულები, პოლიცია იყოს ეფექტური და არაკორუმპირებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიციელის ხელფასი მისი პრეზიდენტობის შემდეგ არ გაზრდილა, „არამედ პირიქით, შემცირდა დოლარებში“.

„როგორც ყოფილ პრეზიდენტს და დიდი ალბათობით, ალბათ ადამიანს, რომელსაც 31 ოქტომბრის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში მომიხდება პასუხისმგებლობის აღება საქართველოს მთავრობაზე, ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ მე უნდა მივუთითებდე პოლიციელს, როგორ უნდა მოქმედებდეს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.