მიხეილ სააკაშვილი - არაფრის უნდა შეგვეშინდეს, მე გადავიტანე კორონავირუსი, ჩემთვის იყო გრიპზე უფრო მსუბუქი
მიხეილ სააკაშვილი - არაფრის უნდა შეგვეშინდეს, მე გადავიტანე კორონავირუსი, ჩემთვის იყო გრიპზე უფრო მსუბუქი

არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, რამდენიმე კვირის წინ მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი, ჩემთვის ეს იყო, გრიპზე უფრო მსუბუქი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ბევრ ადამიანს მარტივად გადააქვს კორონავირუსი.

„რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. რამდენიმე კვირის წინ მქონდა და თითქმის არც გამიგია, უბრალოდ მერე ამომიგდო ანტისხეულები. მე იმას ვამბობ, რომ არ უნდა გვეშინოდეს, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყველა ნორმა დავიცვათ, ნიღაბი ვატაროთ, ხელები დავიბანოთ. ჩემ გარშემო რამდენიმე ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია. ქვეყნის დაკარგვა მართლა მომაკვდინებელია, ქვეყნის დაკარგვა მართლა თითოეული ჩვენგანის არსებობის დასრულება შეიძლება იყოს. ამიტომ ახლა, ჩვენ ერთადერთი გზა დაგვრჩენია, კონსოლიდაცია, მასობრივი მობილიზაცია, ისევე, როგორც მოხდა ყირგიზეთში, სომხეთში, როგორც მოხდა თავის დროზე საქართველოში, ასევე, როგორც მოხდა ორჯერ უკრაინაში. ივანიშვილის ჩაჩოჩება, თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები, სადაც ყველა ადამიანი საზოგადოებაში მოახდენს თავისი თავის რეალიზაციას, არავის არასდროს აღარ მოუვიდეს თავში აზრად საქართველოსა და თითოეული ქართველის მონაპოვრის თავისუფლების ჯიბეში ჩადება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.