მიხეილ სააკაშვილი – აქცია ნამდვილი არჩევნების მოთხოვნით იყო ძალიან წარმატებული, მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა

14:37, 21.07.2025

პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, აქციის მონაწილეებს შორის იყო ერთიანობა.

„აქცია ნამდვილი არჩევნების მოთხოვნით, და არა, როგორც ალისა ამბობს ხოლმე, „ვითომ-ვითომ“ არჩევნებში და სინამდვილეში სპეცოპერაციაში მონაწილეობის, იყო ძალიან წარმატებული!

ამ პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე.

კიდევ რაც მომეწონა – მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა. ვულოცავ მსვლელობის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.

ძალა ერთობაშია!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი