მიხეილ სააკაშვილი - ამერიკის პრეზიდენტი აღიარებს საუდის პრინცსაც კი, რომელმაც მოკლა რამდენიმე ოპონენტი
მიხეილ სააკაშვილი - ამერიკის პრეზიდენტი აღიარებს საუდის პრინცსაც კი, რომელმაც მოკლა რამდენიმე ოპონენტი

ამერიკის პრეზიდენტი აღიარებს საუდის პრინცსაც კი, რომელმაც მოკლა რამდენიმე ოპონენტი, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“​ წამყვანის კითხვას, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო თანამეგობრობისა და მათ შორის დონალდ ტრამპის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას.

„ამერიკის პრეზიდენტი აღიარებს საუდის პრინცსაც კი, რომელმაც მოკლა რამდენიმე ოპონენტი, მათ შორის პირდაპირ საკონსულოში დაკლა ცოცხლად ჟურნალისტი და ამაზეც იძახიან, ნუ რომ დაკლა რა ვქნათ ? აი, ასეთი კაციჭამია ლიდერია საუდის არაბეთში და ურთიერთობა ხომ უნდა გვქონდეს. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ეტიკეტი. იანუკოვიჩც აღიარებული იყო, სარქისიანი აღიარებული იყო, შევარდნაძის საპარლამენტო არჩევნები ამერიკის საელჩომ მაშინ პრაქტიკულად აღიარა“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.