მიხეილ სააკაშვილი – ამერიკელი ექსპერტები ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში შეხვდნენ ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, აუხსნეს, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა

23:58, 17.10.2026

ამერიკელი ექსპერტები ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში შეხვდნენ ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, აუხსნეს, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„IRI-ს საზოგადოებრივი აზრის ძალიან არასრულყოფილი კვლევის შემდეგ მარტო ის რად ღირს, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა უარი თქვა პასუხზე (ამათი უმეტესობა ჩემი ამომრჩეველია), ამერიკელი ექსპერტები შეხვდნენ ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ერთ-ერთ ბალტიის ქვეყანაში და აუხსნეს, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა.

მე კი სრულიად გახსნილი ვარ, მაგრამ მთელი ეს წლები ყველა ეს პარტია საპირისპიროდ მოძრაობს. ამიტომ ვართ იქ, სადაც ვართ და ხელში გვიჭირავს ის, რაც გვიჭირავს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი