მიხეილ სააკაშვილი - ამერიკა თუ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლელი ლიდერისა და მოსახლეობისთვის რეგიონში
მიხეილ სააკაშვილი - ამერიკა თუ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლელი ლიდერისა და მოსახლეობისთვის რეგიონში

ციხეში დაწერილ წერილში, პატიმრობაში მყოფი, საქართველო ყოფილი მოშიმშილე პრეზიდენტი აშშ-ს დახმარებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის მიხედვით, „წერილში სააკაშვილი გამოდის გაფრთხილებით, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ზურგს აქცევს პროდასავლურ გზას, რომელზეც საქართველო მან 18 წლის წინ დააყენა“.

„თავის წერილებში სააკაშვილი ამბობს, რომ სცემეს და ასფალტზე ახოხიალეს, რა დროსაც მას სხვა პატიმრები დასცინოდნენ. მთავრობამ უარი თქვა სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, არ მისცა ტელეფონი და უფლება, საკუთარ სასამართლოს დასწრებოდა“, – აღნიშნავს გამოცემა.

ამასთან, გამოცემის მიხედვით, სააკაშვილი წერილში აღნიშნავს – „თუ ამერიკა არ მოვა ჩემს დასაცავად, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლელი ლიდერისა და მოსახლეობისთვის რეგიონში“.