მიხეილ სააკაშვილი – ამათი გაგდების შემდეგ შევქმნათ მედიცინის ბოროტად გამოყენების შემსწავლელი კომისია და შევთავაზოთ სანდრას მისი გაძღოლა, ის ჰოლანდიური სიზუსტითა და წესიერებით ყველაფერში უცებ გაერკვევა

17:15, 10.11.2026

ძალიან დიდი ცოდვის ქვეყნად აქციეს საქართველო. ამათი გაგდება გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„იმის პარალელურად, როცა სანდრა პირველად საქართველოში ხსნიდა უფასო სკრინინგ ცენტრებს, ასიათასობით ქართველ ქალს ეხმარებოდა კიბოსგან დაცვაში და სიკვდილისგან იხსნიდა მათ, ეხმარებოდა მიუსაფრებს და ასევე ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს (ეს მისი ჰოლანდიური დონორების მიერ დაფინანსებული ცენტრი ქოცებმა ორი წლის წინ დახურეს) ქოცები და რუსები ტირაჟირებენ მთელს მსოფლიოში და რაც მთავარია საქართველოში, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და შირმაა და სინამდვილეში სანდრა პატიმრებს ორგანოებს აჭრის და ამ ორგანოებით ვაჭრობს.

ხოდა უკვე ხომ გავაცნობიერეთ, რომ როგორც წესი, ივანიშვილი და მისი ბანდა, რასაც სხვას აბრალებს, იმას აკეთებს ხოლმე. ახლა ირკვევა, რომ კი აუწყვიათ მათ მიერვე გაღატაკებული ადამიანებისგან ორგანოების ყიდვის და ამ ორგანოებით ვაჭრობის საერთაშორისო ბიზნესი. ჯერ საქართველო აქციეს სუროგატული დედების საერთაშორისო ცენტრად და ახლა ეს.

ძალიან დიდი ცოდვის ქვეყნად აქციეს საქართველო. ამათი გაგდება გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამათი გაგდების შემდეგ შევქმნათ მედიცინის ბოროტად გამოყენების შემსწავლელი კომისია და შევთავაზოთ სანდრას მისი გაძღოლა და ის ჰოლანდიური სიზუსტით და წესიერებით ყველაფერში უცებ გაერკვევა, მაგრამ უკვე ახლა საჭიროა ყველა ფაქტის შეკრება და გამომზეურება. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც ფლობს ფაქტებს, დაუკავშირდით ჟურნალისტებს. დიდი მადლობა ჟურნალისტებს ვინც ამას აკეთებს“, – წერს სააკაშვილი.

მსგავსი