მიხეილ სააკაშვილი ალეკო ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებს
მიხეილ სააკაშვილი ალეკო ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებს

საქართევლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში წერს.

„ალეკო ელისაშვილს ჩემ მიმართ რაიმე სახის სოლიდარობა არასდროს ემეტება. მიუხედავად ამისა, მას, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ! ამ ეპიზოდში ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ პოლიციელები, რომლებიც ალეკოს კანცელარიასთან ურტყამდნენ, იქცეოდნენ, როგორც ნამდვილი კრიმინალები. დანაშაულებრივი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!“ – წერს სააკაშვილი.