საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„დღეს იცით, რომ ფარცხალაძის კანტორამ რაღაცები ილაპარაკა ჩემზე და მეც მაქვს რაღაც ამბები გასაზიარებელი, ოღონდ ძალიან გთხოვთ, ფარცხალაძესა და ივანიშვილს არ გააგებინოთ. ხომ გახსოვთ, ტიტანიკის ჩაძირვის ამბავი. მოკლედ, მე ვაპირებდი ამის გაკეთებას, ყველაფერი მზად მქონდა და მერე ჯინაზე დაეჯახა აისბერგი და მე უკვე აღარ გამომივიდა, ვერ მოვასწარი. კენედის მკვლელობა ხომ გახსოვთ, კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო. საიდანღაც გამოტყვრა მერე ეს ოსვალდი და გინდა თუ არა მაგან მოკლა. არადა, ყველაფერი უკვე მზად მქონდა. სამაგიეროდ, მოვასწარი ივანე მაჩაბლის მკვლელობისა და გაქრობის დაგეგმვა. მართალია, დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ბაბუაჩემს მიშა სააკაშვლილს დავავალე და იმან გააკეთა ორგანიზება, რადგან გორელი იყო.
სხვათა შორის, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქში ბრიუსელში, თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც კოლხეთის დედოფალმა მედეამ ჩემი თხოვნით მოიპარა და გამოიტანა, ასევე მაქვს თან 19 მილიარდი და აქ, ბრიუსელიდან ვგეგმავ ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას. ოღონდ ამაზე არავის უთხრათ. ეს ისე, ხუმრობით.
და ისე, მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჭორვილელი აფერისტი ივანიშვილი, რომელმაც მოატყუა, გაძარცვა და გააუბედურა ქართველი ხალხი, ცდილობს, დაავიწყოს ხალხს აღმშენებლობის ის წლები, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, გადაფაროს ამ სისულელეებით და ასევე, დაავიწყოს, რამდენი მოატყუა, გადააგდო და რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება, მაგრამ მისი აღსასრული ახლოვდება. 28-ში არის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ის კატასტროფულად აგებს. ახლა ივანიშვილი იმყოფება უბრალოდ ჩოქმბჯენში. ეს კაცი არის ნამდვილი ავადმყოფი. ავადმყოფი, რომელიც არის ჩოქმბჯენში, ქართველმა ხალხმა რა უნდა ქნას, მგონი, ყველამ ყველაფერი ვიცით. ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა, ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.