მიხეილ სააკაშვილი - ახლა მთავარია მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა
მიხეილ სააკაშვილი - ახლა მთავარია მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმიანება.

„მინდა, მივესალმო იმ ხალხს, ვინც დღეს შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან.

მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია – ამაში ვარ დარწმუნებული, გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით.

ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით კიდევ, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში.

ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ახლა არის მთავარი მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა.

ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.