მიხეილ სააკაშვილი - ახლა არ არის შეჩერების, შენელების, ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო
ახლა არ არის შეჩერების, შენელების, ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გააკეთა.
„ახლა ყანყალებს და ახლა ირყევა, თუ ეს დაასტაბილურა, ჩვენ გველის უკუნი და წყვდიადი. ამიტომ ახლა არ არის შეჩერების, შენელების, არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო. საერთო-სახალხო რევოლუცია, რომელიც შეცვლის მთლიან ფორმაციას და თავისუფალ ადამიანებს საბოლოოდ გააბატონებს საკუთარ თავისუფალ ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.