მიხეილ სააკაშვილი - მე აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას
მიხეილ სააკაშვილი - მე აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას აპირებს. ამის შესახებ მან ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არ უნდა ჩამოგერთმიათ ჩემთვის მოქალაქეობა. ეს ყველანაირ იურიდიულ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. მე ვიყავი, ვარ და ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად ისევე, როგორც მე ვარ ქართველი, თუმცა აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ხალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, უკრაინაში კანონიერად იმყოფებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპიდან ბრძოლა უკრაინის ხელისუფლებაში უფრო ეფექტიანი იქნება, რადგან იქ არავინ შეუქმნის დაბრკოლებებს.

„თანამედროვე ტექნოლოგიების, უვიზო მიმოსვლის საშუალებით, ევროპაში ისევე ეფექტიანად ვიმოქმედებ, როგორც უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში. უკრაინაში პირიქით, პოლიტიკურ საქმიანობისას მუდამ დაბრკოლებებს მიქმნიდნენ, მიწყობდნენ პროვოკაციებს, მაკავებდნენ. აქ კი მე თავისუფალი ვარ. ევროპა თავისუფალია და უკრაინაც იქნება თავისუფალი. აქ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა უკრაინის ხელისუფლებისთვის გაცილებით საშიშია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.