მიხეილ სააკაშვილი - ადრე ბანდიტები ესროდნენ ქუჩებში ხალხს, შემდეგ ახალმა სამართალდამცველებმა დაუწყეს ბანდიტებს სროლა, იყო შეცდომები, ადამიანური ტრაგედიები, თუმცა სხვა გამოსავალი იმ სიტუაციებში არ იყო
მიხეილ სააკაშვილი - ადრე ბანდიტები ესროდნენ ქუჩებში ხალხს, შემდეგ ახალმა სამართალდამცველებმა დაუწყეს ბანდიტებს სროლა, იყო შეცდომები, ადამიანური ტრაგედიები, თუმცა სხვა გამოსავალი იმ სიტუაციებში არ იყო

თავიდან საქართველო ბევრად უფრო კრიმინალური ქვეყანა იყო, ვიდრე ყირგიზეთი. ისტორიულად ასე გამოვიდა. ის ასევე ტრანზიტული ქვეყანაა და ძალიან ბევრი ცუდი გადაადგილდებოდა ჩვენი ტერიტორიის გავლით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „რადიო თავისუფლების“ ყირგიზულ სამსახურს განუცხადა.

„ჩვენ ვიპოვეთ ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად რევოლუციას ახორციელებდა. მათ არ ჰქონდათ პოლიციური გამოცდილება, თუმცა ისინი ყველზე თამამ ოპერაციებს ატარებდნენ. სხდებოდნენ ვერტმფრნებიდან შორეულ მთის ხეობებში, ატარებდნენ მთელ სამხედრო ოპერაციებს ამ კლანებისა და ბანდიტების მოსაშორებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ადრე ბანდიტები ესროდნენ ქუჩებში ხალხს, შემდეგ ახალმა სამართალდამცველებმა დაუწყეს ბანდიტებს სროლა.

„დიახ, ამავე დროს, ხდებოდა შეცდომები, დიახ, იყო ადამიანური ტრაგედიები. თუმცა სხვა გამოსავალი იმ სიტუაციებში არ იყო. მთავარია, რომ ამან ზედმეტად არ გაგიტაცოს, მიხვდე იმ ზღვარზე, რომლის იქითაც უნდა შეწყვიტო. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში ჩვენ შევცვალეთ მთელი მენტალიტეტი და კრიმინალი მოდაში აღარ არის. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კვლავ ცდილობს, შეერწყას კრიმინალს, თუმცა ეს ძალიან რთულად ხდება, რადგან საზოგადოება ამაზე ძალიან მწვავედ რეაგირებს. ის, რაც მე ბიშკეკში ვნახე 2011 წელს, როგორც უვე გითხარით, იქ დავდიოდე კაფეებსა და რესტორნებში, იყო იგივე, რაც 90-იანი წლების საქართველოში. ახალგაზრდები ტყავის ქურთუკებში, შავ „მერსედესებში“, მაგარი ბიჭები, ავტორიტეტები, რომლებსაც ფულის ფლანგვა შეუძლიათ, ეგრევე ჩანს, რომ კრიმინალია. ისინი ეგრევე მოსაშორებლები არიან არა მხოლოდ კაფეებიდან, ქუჩებიდანაც და საერთოდ ისინი ჩასაკეტები არიან. ამიტომ თავიდანვე დარწმუნებული ვარ, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება იმ ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელსაც მოუნდება სიტუაციის შეცვლა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.