მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ეროვნული ხსნის კომიტეტს შექმნის
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ეროვნული ხსნის კომიტეტს შექმნის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ეროვნული ხსნის კომიტეტს შექმნის.

„მე მაქვს კორონავირუსთან გამკლავების კონკრეტული გეგმა. არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ პირველი, რასაც გავაკეთებთ, ჩვენ შევქმნით ეროვნული ხნის კომიტეტს კორონავირუსის წინააღმდეგ, რადგან იმ ციფრებით, როგორც მიდის საქართველო, ჩვენ შემდეგი წლინახევრის განმავლობაში დავკარგავთ 50-60 ათასი ადამიანის სიცოცხლეს ან განადგურებულ ჯანმრთელობას მივიღებთ. ეს არის წარმოუდგენლად მაღალი ციფრი საქართველოსთვის. ჩვენ მივიღებთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც ასევე ნაწილობრივ მწყობრიდან იქნება გამოსული“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, ამ საფრთხისგან ერს სჭირდება ხსნა.

„ჩვენ უნდა შევქნათ ეროვნული ხსნის კომიტეტი. იქ თუ იქნებიან პოლიტიკოსები, უნდა იყოს მთავრობაც, უნდა იყოს ოპოზიციაც. ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელი. მზად ვართ, ყველაზე მიუღებელ ტიპებთანაც კი, უკვე ოპოზიციაში გადასულ გახარიასთანაც კი და ყველაზე საზიზღარ ტიპებთანაც კი, რომ ვიმუშავოთ, დავისვათ ერთ მაგიდასთან. დავისვათ ეს მუშკეტერებიც და ასევე ჩავრთოთ ქართველი ექიმებიც. ძალიან მაღალი გამოცდილების არის ნანა გეგეჭკორი ნიუ იორკში, ზურაბ გურული ჩავრთოთ, ნიკა ყიფშიძეა ასევე ნიუ იორკში ძალიან მაგარი სპეციალისტი, ევროპაში გვყავს ასევე ძალიან მაგარი სპეციალისტები. ასევე მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები. ეს ყველაფერი შევქნათ და ეროვნული ხსნის კომიტეტმა იმუშაოს კორონაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მზად არის, თავად ჩაუდგეს სათავეში ეროვნული ხსნის კომიტეტს.