მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 29-30 აპრილს ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 29-30 აპრილს ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 29-30 აპრილს ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო.

სააკაშვილის თქმით, წარმატებებს უსურვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას.

„ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს ვალენსიაში.

მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას!

მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.