მიხეილ სააკაშვილი 3 ივნისს პოლონეთი-უკრაინის საზღვართან მისვლას აპირებს
მიხეილ სააკაშვილი 3 ივნისს პოლონეთი-უკრაინის საზღვართან მისვლას აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მიხიელ სააკაშვილმა ნიდერლანდებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, ევროკავშირმა სანქციები პირველ რიგში უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ უნდა მიიღოს, რადგან პოროშენკომ უკრაინელი ხალხი გაძარცვა.

„მე ამჟამად მჭიდროდ ვთანამშრომლობ ევროპარლამენტთან და ევროპელ პოლიტიკოსებთან. მათ შორის ჰოლანდიელ პარლამენტარებთან. ამ თანამშრომლობის მიზანია დავარწმუნო ისინი, შემოიღონ სანქციები პოროშენკოს და უკრაინის ხელისუფლების სხვა წევრების წინააღმდეგ. მათი აქტივები ევროპაში უნდა დააყადაღონ“,- განცხადა სააკაშვილმა.

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინაში დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წლის კენჭისყრის შედეგები შესაძლოა გააყალბონ. სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. მისივე თქმით, 3 ივნისს ის საკუთარი პარტიის აქტივისტებს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე შეხვდება და საარჩვენო პროგრმას წარადგენს. ამასთან სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის პოსტის დაკავების ამბიცია არ გააჩნია.

„თუმცა მე მაქვს ამბიცია დავეხმარო უკრაინელ დემოკრატებს კორუფციასთან ბრძოლაში“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.