მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისს პუტინის დავალებით სურდათ სახელმწიფოებრივი დღესასწაულის ჩაშლა, თუმცა ამ გადასახედიდან იგივეს აღარ გავაკეთებდი
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისს პუტინის დავალებით სურდათ სახელმწიფოებრივი დღესასწაულის ჩაშლა, თუმცა ამ გადასახედიდან იგივეს აღარ გავაკეთებდი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“  ჩართვისას 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, ქვეყანას ექმნებოდა საფრთხე და ვლადიმერ პუტინის დავალებით სახელმწიფოებრივი დღესასწაულის ჩაშლა სურდათ.

სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად ამისა, დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად მოიქცეოდა.

„მაშინ, 26 მაისს, დაიღუპა პოლიციელი, რაციაში თქვეს, რომ პოლიციელი მოკლეს, ჩვენიანი მოკლეს და უკვე პოლიციაზე კონტროლი აღარ იყო. პოლიციელი მასურაშვილი. მისი დედა ცოცხალია. ვიდეოა გადაღებული, როგორ გადაუარა მას მანქანამ. არც ჩემი ნათესავი იყო ის, არც ახლობელი, ქართველი პოლიციელი იყო. მირეკავს თემურ ჯანაშია და მეუბნება, რომ პოლიციას ვერ ვაკონტროლებ და ყველა გასასვლელი ჩაკეტილიაო. ვუთხარი, რომ დაუყოვნებლივ გაეხსნა გასასვლელი და ვისი გაყვანაც შევძელით, გავიყვანეთ. პოლიცია უნდა იყოს ბევრად უფრო ფრთხილი, სახელმწიფო უნდა იყოს ბევრად უფრო მშვიდი.. დღეს არ არსებობს ერთი სიმართლე – თქვენი სიმართლე თქვენი სიმართლეა, მაგრამ ჩვენი სიმართლეცაა, რომ ქვეყანას ექმნებოდა საფრთხე და პუტინის დავალებით სურდათ სახელმწიფოებრივი დღესასწაულის ჩაშლა, თუმცა ახლა, ამ გადასახედიდან, იგივეს აღარ გავაკეთებდი“ ,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.