მიხეილ სააკაშვილი - 2012 წელს ქალი მწერდა, სატანა მოშორდიო, 2018 წელს კი, მიშა, ვგიჟდები და ვაფრენ შენზეო, ბევრი გულებით
მიხეილ სააკაშვილი - 2012 წელს ქალი მწერდა, სატანა მოშორდიო, 2018 წელს კი, მიშა, ვგიჟდები და ვაფრენ შენზეო, ბევრი გულებით

2012 წელს ქალი მწერდა, სატანა მოშორდიო, 2018 წელს კი, მიშა ვგიჟდები და ვაფრენ შენზეო, ბევრი გულებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა.

„მოგიყვებით ისტორიას, როგორ იცვლებოდა ხალხის დამოკიდებულება მაგალითად ჩემ მიმართ. ხომ იცით, როცა პირადი გზავნილია,  წლების განმავლობაში ინახება. ამასწინათ გულებიანი გზავნილი იყო,  ჩავხედე და ვნახე, ქალი მიგზავნიდა ბათუმიდან.

არჩევნებამდე, 2012 წელს ზაფხულში გამომიგზავნა:  სატანა სააკაშვილო, მოშორდი, დაანებე თავი საქართველოსო. 2013 წელს, ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს მომწერა, რა კარგია, რომ მალე მოგვშორდები, წაეთრიე ამ ქვეყნიდან, აღარ გნახოს ჩემმა თვალებმაო. 2015 წელს თუ არ ვცდები, დაბადების დღე მომილოცა და მომწერა, გილოცავ დაბადების დღეს, პრინციპში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გაქვს გაკეთებულიო.  2016 წელს: „კარგი იქნებოდა, თუ იფიქრებდი უკან დაბრუნებაზე“. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 2018 წელს: „მიშა, ვგიჟდები შენზე, მიყვარხარ, ვაფრენ და ბევრი გულები“.

ყველაფერი ეს შემოინახა Facebook-ის ისტორიამ. რა თქმა უნდა, საზოგადოების აზრი იცვლება, მაგრამ ივანიშვილს საზოგადოების აზრის შეცვლა არ უნდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.