მიხეილ სააკაშვილი - 2012 წელს ეს კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა
მიხეილ სააკაშვილი - 2012 წელს ეს კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა

2012 წელს ეს კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„გუშინ ვუყურებდი სინგაპურის რეკლამას „სიენენზე“ (CNN) და გამახსენდა, 2012 წელს ეს კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს იქნებოდა სინგაპურივით. აი, მანდ სხედან უცხოელი დიპლომატები, ელჩები და არავის არ სჯეროდა, ხშირად ასეთი მიდგომა ჰქონდათ – „კარგით რა, თქვენ ძალიან ბევრს იღებთ საკუთარ თავზე“- ჩვენ რეალურად ვხდებოდით თანამედროვე სინგაპური ჩვენს რეგიონში და როდესაც იძახიან, რომ ესენი წარსულს მიტირიან და წარსულის პარტია არიანო, ამას იძახიან ჭაობის პოლიტიკოსები.

მინდა ყველამ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ 2012 წელს რომ არ მომხდარიყო ეს კატასტროფა, სად იქნებოდა დღეს საქართველო. საქართველო იქნებოდა მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპაში განათლების მთავარი კერა, საქართველო იქნებოდა ინფრასტრუქტურულად ბევრად უფრო წინ. თბილისი იქნებოდა ქალაქი საცობების გარეშე, საქართველო გაყიდიდა ყოველ წელს ერთი მილიარდი დოლარის მაღალტექნოლოგიურ იარაღს მთელს მსოფლიოში.

ივანიშვილმა დახურა „დელტა“ და გახსნა ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა. „დელტა“ იყო ყველაზე წინ წასული საწარმო მთელს რეგიონში, ნულიდან შექმნილი, ჩვენს მიერ შექმნილი და ამის შემქმნელი დღეს ზის ციხეში. თეთრი შურით შეშურდებოდა მსოფლიოს ჩვენი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.