მიხეილ სააკაშვილი - 2008 წელს პირველ ტურში მართალია მოვიგეთ, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ პატარკაციშვილის ცნობილი ჩანაწერები გამოვიდა
მიხეილ სააკაშვილი - 2008 წელს პირველ ტურში მართალია მოვიგეთ, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ პატარკაციშვილის ცნობილი ჩანაწერები გამოვიდა

2008 წელს პირველ ტურში მართალია მოვიგეთ, მაგრამ მოვიგეთ იმის ხარჯზე, რომ პატარკაციშვილის ცნობილი ჩანაწერები გამოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„2007 წელს, როდესაც თბილისში იყო შეტაკებები პოლიციელებსა და დემონსტრანტებსა შორის, ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავი, მაგრამ ხელისუფლებას მთლიანად ვაკონტროლებდი. როდესაც ჩვენ შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა, საერთოდ ისეთი სიწყნარე იყო, რომ გეგონებოდა, ჩიტი აღარ დაფრინავდა. სწორედ ამ დროს, როცა არავინ არ მოელოდა, გამოვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ, ჩემი საპრეზიდენტო ვადა შევამცირე 1.5 წლით. ვთქვი, რომ მივდივარ არჩევნებზე და ქართველ ხალხს ვაბარებ უკან პრეზიდენტის სასახლის გასაღებს და მათ უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა იმ რეფორმების გაგრძელება, რის წინააღმდეგაც საბოლოო ჯამში გამოვიდა ქუჩაში ბევრი ხალხი.

მაშინ მე არაფრის გარანტია არ მქონდა, მაგრამ მქონდა რწმენა ჩემი ხალხის. მართალაც რთულად, მაგრამ ის საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. ახსოვს ალბათ ხალხს, როგორი ენაგადმოგდებული დავრბოდი სოფლიდან სოფელში, კარდაკარ, მართლა, რომ მიმეღო ხმები. ეს აღარ იყო ის ტრიუმფი, რომელიც 2004 წელს მქონდა, როდესაც 97% ავიღე. პირველ ტურში მართალია მოვიგეთ, მაგრამ მოვიგეთ იმის ხარჯზე, რომ პატარკაციშვილის ცნობილი ჩანაწერები გამოვიდა, რომლითაც ცადა პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალება, რამაც ბევრ ადამიანს აუხილა თვალები. არ იყო მაშინდელ ოპოზიციაში ერთიანობა და ასე წკიპზე გავძვერი, მაგრამ ქართველმა ხალხმა მაინც რაღაც პირობებით, მაგრამ დაგვიჭირა მხარი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.