მიხეილ სააკაშვილი - ვისურვებდი,  ჩემს გათავისუფლებას  მეორე ტურამდე მივაღწიოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ
მიხეილ სააკაშვილი - ვისურვებდი,  ჩემს გათავისუფლებას  მეორე ტურამდე მივაღწიოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ

მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამია, რომელიც ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა რუსთავის ციხის წინ წაიკითხა.

სააკაშვილის თქმით,  14 ოქტომბერს აქციაზე ბევრი ხალხი უნდა მივიდეს, რადგან ყველამ დაინახოს, რომ საზოგადოებას ღირსება და თავმოყვარეობა აქვს.

„უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველდღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას აქტიურ ქმედებებზე გადასვლით უნდა ვუპასუხოთ, ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინებისა და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან და სასამართლოებთან. ახლა, რაც მთავარია, 14 ოქტომბერს, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც კიდევ ვიმეორებ, მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებით. 30 ოქტომბერს გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით“, – აცხადებს სააკაშვილი.

დატოვე კომენტარი