მიხეილ სააკაშვილი - ​​დამისახელეთ უკრაინის რომელიმე მერი, რომელიც დასაჯეს ან დააჯარიმეს, ლოკდაუნის დროს მე და ჩემი მეგობრები კაფეებში 22:00 საათის შემდეგაც დავდიოდით, სისტემა ჩამოშლილია
მიხეილ სააკაშვილი - ​​დამისახელეთ უკრაინის რომელიმე მერი, რომელიც დასაჯეს ან დააჯარიმეს, ლოკდაუნის დროს მე და ჩემი მეგობრები კაფეებში 22:00 საათის შემდეგაც დავდიოდით, სისტემა ჩამოშლილია

დამისახელეთ უკრაინის რომელიმე მერი, რომელიც არათუ დასაჯეს, არამედ თუნდაც დააჯარიმეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში სისტემა ჩამოშლილია და უქმეებზე დაწესებული ლოკდაუნი არ მუშაობს.

ლოკდაუნის დროს, უქმეებზე მე და ჩემი ბევრი მეგობარი დავდიოდით კაფეებში, მათ შორის, 10:00 საათის შემდეგაც. ერთხელ ღამის 02:00 საათზეც კი დამპატიჟეს წვეულებაზე. მშვენივრად შევდიოდით. ყველამ იცის ეს. ყველაფერი ძალიან მარტივად არის. არანაირი ლოკდაუნი არ არის. არსებობენ ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ საშუალება, მათთან შესულ პოლიციას გადაუხადონ. მთელი სისტემა ჩამოშლილია. არანაირი უქმეების ლოკდაუნი არ ყოფილა. როდესაც შეგიძლია, არ დაემორჩილო ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თანაც როდესაც ეს გადაწყვეტილება ეხება უსაფრთხოებას, თანაც ასე თავხედურად და ღიად არ დაემორჩილო, თანაც საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერით, მაშინ წარმოვიდგინოთ მოდელირებული სიტუაცია: დღეს არ დაემორჩილნენ ლოკდაუნს და არავის თმის ღერიც არ ჩამოუვარდა, ამის გამო უფრო მეტი ხმებიც მიიღეს საზეიმოდ. ხალხს დაავიწყდა, რომ არ გადაუწყვიტეს საკანალიზაციო სისტემის პრობლემები, წყალგაყვანილობასთან თუ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები. დაივიწყეს ყველაფერი და თქვეს, რომ აი, ყოჩაღ, არ დაემორჩილნენ. „ნეტფლიქსზე“ გადის სერიალი, სადაც ერთ-ერთი შტატის გუბერნატორი არ ასრულებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ჩასვამენ თვითმფრინავში, როდესაც ჩავა აეროპორტში, დაადებენ ხელბორკილებს და გაგზავნიან ფედერალურ ციხეში. დამისახელეთ უკრაინის რომელიმე მერი, რომელიც არათუ დასაჯეს, არამედ თუნდაც დააჯარიმეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.