მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ​საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში იმყოფება
მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ​საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში იმყოფება

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფება.

როგორც რამიშვილმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურისგან ელოდება პასუხს, არის თუ არა ცნობილი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა.

„პირველ რიგში უნდა გავარკვიო, არის თუ არა მოსული ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, რადგანაც უარი ვთქვით ექსპერტების ჩამოსვლაზე. ახლა გავერკვევი, არის თუ არა ექსპერტიზის დასკვნა მოსული“, – განაცხადა რამიშვილმა.