მიხეილ რამიშვილი - გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების ფედერალურ ბიუროს და რას უკავშირდება საქმეში ჩართვაზე „ეფბიაის“ უარი
მიხეილ რამიშვილი - გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების ფედერალურ ბიუროს და რას უკავშირდება საქმეში ჩართვაზე „ეფბიაის“ უარი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს არ სჯერა, რომ პროკურატურამ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ბაჩალიაშვილის საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა და ამის შემდეგ „ეფბიაიმ“ საქმეში ჩართვაზე თქვა უარი.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ფედერალურ ბიუროს პროკურატურამ საქმის საკუთარი ვერსია მოაწოდა, თვითმკვლელობის შესახებ და „ეფბიაის“ უარიც საქმეში ჩართვაზე ამას უკავშირდება.

„თუ „ეფბიაის“ მიაწოდეს გენერალური პროკურატურიდან ინფორმაცია, რომ ადამიანმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, ამით დასრულდა დანაშაულის შემადგენლობა და არაფერი აღარ არის გამოსაძიებელი, არაფერი ეჭვი აღარ არსებობს, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს გარკვეული ჯგუფი, მაშინ დაუსრულებია ბატონ გენერალურ პროკურორს დანაშაულის გამოძიება. პირველ რიგში, ვითხოვთ, გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალურმა პროკურატურამ ფედერალურ ბიუროს და რა მოთხოვნა გააგზავნა კიდევ ერთხელ. პირველად გაგზავნილ წერილში სულ სხვა შინაარსის იყო და იქიდანაც სულ სხვა პასუხი მოვიდა. რა ინფორმაცია გამოიტანა სახალხო დამცველმა, ეს კითხვის ნიშანს აჩენს. ეტყობა, ხელმეორედ ფედერალურ ბიუროში სხვა ინფორმაცია გადააგზავნეს. გამოაქვეყნონ, გენერალურმა პროკურორმა რა მისწერა და რა პასუხი მოიღო გამოძიების ფედერალური ბიუროდან“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, დღეს, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრისას მას უთხრეს, რომ ამერიკის ფედერალური ბიურო ამ ეტაპზე ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვისთვის მზაობას არ გამოთქვამს.