მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, გამოძიებამ სოციალური ქსელების ადმინისტრაციას კვლავ მიმართა
მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, გამოძიებამ სოციალური ქსელების ადმინისტრაციას კვლავ მიმართა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში თამარის კომპიუტერში გარკვეული ტიპის სოციალური ქსელები მოიძიეს, თუმცა შესვლა ვერ მოხერხდა.

მისივე თქმით, სოციალური ქსელების ადმინისტრაციას შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, გამოძიებამ კვლავ მიმართა.

„რაღაც გარკვეული კოდებისმაგვარი ინფორმაცია იყო მოძიებული. სოციალური ქსელებიდან -„ფეისბუქი“, „ჯიმეილი“, „იუთუბი“, ვერც ერთ სისტემაში ვერ  შევედით. რაღაც სამსახურებრივი იმეილიც იყო, რომლის კოდიც შვიდი დღის წინ შეცვალეს. ვერსად შევედით და ვინაიდან ვერანაირ ინფორმაციას ვღებულობთ, როგორც პოკურატურამ ბრძანა, მან „ფეისბუქის“ ადმინისტრიაციასა და ყველა სოცილურ ქსელს მიმართა, რომ გამოთხოვილ იქნას შინაარსობრივი ინფორმაციები“, – განაცხადა რამიშვილმა.