მიხეილ ქარელმა საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს უპასუხა – მიხეილ სააკაშვილი დღესაც საშიშია, არათუ მაშინ, მაქვს განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი

12:08, 26.03.2025

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მიმდინარე სხდომაზე 2004-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ ქარელის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ქარელმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და მას საშიში ადამიანი უწოდა.

„ის ფსიქიკურად ავადმყოფია, დღესაც საშიშია, არათუ მაშინ. გულწრფელად გეტყვით, მხარს ვუჭერ თქვენი კომისიის მუშაობას. მე მზად ვარ, თუ დამატებითი კითხვები იქნება, გამოვცხადდე თქვენთან. მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“, – განაცხადა ქარელმა.

მსგავსი