მიხეილ ქარელი - როდესაც სააკაშვილი პირველად ვნახე აფექტურ მდგომარეობაში, შიში გამიჩნდა, რომ დიდ უბედურებას მოუტანდა ქვეყანას, ისეთი ავანტიურა, როგორიც 2004-ში მოახერხა, დარწმუნებული ვარ, არაერთი გააკეთა
მიხეილ ქარელი - როდესაც სააკაშვილი პირველად ვნახე აფექტურ მდგომარეობაში, შიში გამიჩნდა, რომ დიდ უბედურებას მოუტანდა ქვეყანას, ისეთი ავანტიურა, როგორიც 2004-ში მოახერხა, დარწმუნებული ვარ, არაერთი გააკეთა

როდესაც მე მიხეილ სააკაშვილი პირველად ვნახე აფექტურ მდგომარეობაში, ძალიან დიდი შიში გამიჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დიდ უბედურებას მოუტანდა ხალხს, ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2004-2007 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა განაცხადა.

„ძირითადად, მე ვიყავი ხოლმე დაძახებული იმ საკითხებზე, რომლებიც კონფლიქტის ზონას შეეხებოდა. რა თქმა უნდა, იყო იქ სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული, პროექტების დაფინანსებას როდესაც ვითხოვდით, რადგან განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით უკვე როგორც დიდი და პატარა ლიახვის ხეობას, ასევე ფრონეს ხეობას. წინა ხელისუფლების დროს, ანუ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფაქტობრივად უყურადღებოდ იყო, მოწყვეტილი იყო მთლიან საქართველოს, იქ ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო პრობლემები. მოგვარების მიზნით, მე ხშირად ჩავდიოდი ამ პროექტებით და ვაცნობდი მას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს იყო ასეთი რამ, რომ მისი ასეთი განცხადებით მე, პირადად, მართლაც აღფრთოვანებული ვიყავი და, რა თქმა უნდა, თავიდან ნამდვილად მჯეროდა ყველაფერი, თუმცა გულწრფელად გეტყვით, როდესაც მე ის პირველად ვნახე აფექტურ მდგომარეობაში, ძალიან დიდი შიში გამიჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დიდ უბედურებას მოუტანდა როგორც ხალხს, ისე ქვეყანას, მათ შორის, მეც, ჩემს ოჯახსაც, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად გაგვაპარტახა, მთელი ოჯახი გაგვანადგურა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ისეთი ავანტიურა კი, როგორიც 2004-ში მან შიდა ქართლში, ჩვენს რაიონში ჯარების შეყვანით მოახერხა, ასეთი ავანტიურა, დარწმუნებული ვარ, არაერთი გააკეთა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ავანტიურა“, – განაცხადა ქარელმა.