მიხეილ ნინუამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
მიხეილ ნინუამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

მიხეილ ნინუამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

ფაქტს საგარეო უწყებაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიხეილ ნინუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით ხორციელდებოდა COVID პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანების – უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა, რასაც, ყველასთვის ცნობილია, რომ სახელმწიფომ, სამინისტრომ და უშუალოდ მან ღირსეულად გაართვეს თავი.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ნინუამ სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა უწყების დატოვებას, თუმცა უძღვებოდა რა პანდემიის ფონზე არსებული ამოცანების გადაჭრის პროცესს, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ აღნიშნული კრიტიკული ფაზის დასრულების შემდეგ. ჩვენ მას განვიხილავთ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის უაღრესად ფასეულ და ღირსეულ წევრად,“ – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.