მიხეილ ნინუა - ბავარიის მიწებზე რამდენიმე ციხეში ყველაზე დიდია ჩვენი მსჯავრდებულების რაოდენობა
მიხეილ ნინუა - ბავარიის მიწებზე რამდენიმე ციხეში ყველაზე დიდია ჩვენი მსჯავრდებულების რაოდენობა

გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს გენერალური საკონსულოს ამოქმედება იგეგმება. ამის ერთ-ერთ მიზეზი ბავარიის ციხეებში ქართველი პატიმრების დიდი რაოდენობაა. ამის შესახებ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ განაცხადა.

„ბავარიის მიწებზე რამდენიმე ციხეში ყველაზე დიდია ჩვენი მსჯავრდებულების, ჩვენი მოქალაქე მსჯავრდებულების რაოდენობა. ასევე, გვაქვს პირდაპირი ფრენა ქალაქ მიუნხენის მიმართულებით და არის საჭიროება, რომ გვქონდეს სრულფასოვანი, გამართული საკონსულო დაწესებულება“, – აღნიშნა ნინუამ.

მისი განმარტებით, ამჟამად მიუნხენში საკონსულო მომსახურების გაცემა სრულყოფილად ვერ ხორციელდება და ამიტომაც ადგილზე სრულფასოვანი გენერალური საკონსულოს გახსნა იგეგმება.