მიხეილ ნარიაშვილი ჩემპიონთა თასის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა
მიხეილ ნარიაშვილი ჩემპიონთა თასის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, „რაგბირამამ“,  „ჩემპიონთა თასის“ პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

საუკეთესოთა შორის მოხვდა ქართველი ბურჯი, მიხეილ ნარიაშვილი, რომელიც ფრანგული „მონპელიეს“ ღირსებას იცავს.  საგულისხმოა, რომ ნარიაშვილი იყო ერთადერთი მორაგბე ფრანგული კლუბის შემადგენლობიდან, რომელიც სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. „დომინანტი ახლო ორთაბრძოლებისას, ქართველი ბურჯი „მონპელიეს“ შერკინების მთავარი დამრტყმელი ძალა იყო,“- წერს „რაგბირამა“.

ყველაზე მეტი, ოთხი მორაგბე, კვირის სიმბოლურ ნაკრებში ირლანდიულ „ლენსტერს“ ჰყავს.

მთლიანობაში თხუთმეტეული ასე გამოიყურება –

15. გარეთ ენსკომბი (კარდიფ ბლუზი)

14. ჯეიმს ლოუ (ლენსტერი)

13. სოფიანე გუიტუნი (ტულუზა)

12. რორი სკანელი (მანსტერი)

11. სინოტი სინოტი (ფალკონსი)

10. ფინ რასელი (რასინგი)

9. ჯონ კუნი (მანსტერი)

8. ბენ მორგანი (გლოსტერი)

7. ჯოშ ვან დერ ფლაიერი (ლენსტერი)

6. მარო იტოჯე (სარასენსი)

5. ტად ბერნი (მანსტერი)

4. ვილ სკელტონი (სარასენსი)

3. ტად ფარლონგი (ლენსტერი)

2. შონ კრონინი (ლენსტერი)

1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე)