მიხეილ ხიდურელი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წელს ადგილობრივი წარმოების რეკორდული რაოდენობის სტენდია წარმოდგენილი
მიხეილ ხიდურელი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წელს ადგილობრივი წარმოების რეკორდული რაოდენობის სტენდია წარმოდგენილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ტრადიციული სამეწარმეო მარკეტი თბილისში, რუსთაველის გამზირზეა მოწყობილი, სადაც წელს რეკორდული რაოდენობის ადგილობრივი მეწარმის სტენდია წარმოდგენილი.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ტრადიციულად, ჩვენი სააგენტო წარმოდგენილი არის მეწარმეების სტენდებით, ყოველწლიურად ვზრდით მათ რაოდენობას და წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდული რაოდენობის სტენდი და მეწარმეა წარმოდგენილი. 120 ადგილი არის განსაზღვრული სხვადასხვა პროდუქციით, რომელიც არამარტო ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, არამედ რამდენიმე მათგანი უკვე საერთაშორისო ბაზარზეც არის გასული. დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისი შეფასებით, სასიხარულოა, რომ ადგილობრივი სამეწარმეო მარკეტის მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის არიან არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც.

„სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქტი გაიცნოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა“, – განაცხადა ხიდურელმა.