მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდება
მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.

მისი თქმით, დღემდე დაკითხული 30 მოწმიდან არც ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ ყოფილა. დღესვე გახდება ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლო სხდომების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

„პირადად საქართველოს გენერალურ პროკურორთან შევიტანე შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ გენერალურმა პროკურორმა გასცეს თავად სათანადო მითითება სხდომის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. ამ სხდომების დახურულ რეჟიმში წარმართვა არ არის სასარგებლო არც საზოგადოებისთვის, არც სასამართლოსთვის და არც მომავალი სასამართლო სისტემის განვითარებისთვის.

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, ბრალდება აგრძელებს თავისი მტკიცებულებებს გამოკვლევას, მოჰყავს მოწმეები და დღემდე დაკითხული 30 მოწმიდან არც ერთის ჩვენება არ ადასტურებს შერაცხული ბრალის შესახებ რაიმე ინფორმაციასაც კი. დაიკითხება სავარუდოდ, ოთხი ან ხუთი მოწმე“, – განაცხადა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

დატოვე კომენტარი