მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება 
მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება. ადვოკატის განცხადებით, სხდომების გასაჯაროებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებს.

ზურაბ თოდუას განცხადებით, მან ასევე მიმართა სახალხო დამცველს განცხადებით, რომ დააბრუნონ ომბუდსმენის წარმომადგენელი სხდომებზე.

„გრძელდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. სავარაუდოდ ოთხ მოწმეს წარმოადგენს დღეს ბრალდება, მაგრამ ვიდრე ბრალდების მოწმეების დაკითხვა გაგრძელება, იქამდე მე კიდევ ერთხელ მივმართავ სასამართლოს შუამდგომლობით სხდომის გასაჯაროების შესახებ, რამეთუ გენერალურმა პროკურორმა, რომელმაც თურმე განიხილა ჩემი შუამდგომლობა, უშუალოდ მის გადაწყვეტილებას ვითხოვდი საქმის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, შუალედური პასუხი მომწერა. მაინტერესებს ტესტი, შუამდგომლობის სახით მინდა შევიდე, რამდენად დაუჭერს მხარს დასაბუთებულ შუამდგომლობას სხდომის გასაჯაროების შესახებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

დატოვე კომენტარი