მიხეილ ჯანელიძემ ტოივო კლაართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
მიხეილ ჯანელიძემ ტოივო კლაართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა ტოივო კლაარს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტისა და ზოგადად ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და აღნიშნული მიმართულებით პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანი უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე სიტუაციაზე.